დანიელ ალვეში - მუდამ გამარჯვებული

"ბრაზილიელმა ყველაფერი მოიგო საკლუბო დონეზე და ახლა აპირებს მსოფლიო ჩემპიონი გახდეს ნაკრებთან ერთად. ჯერჯერობით მხოლოდ ტიერი ანრი არის "ბარსელონას" ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ეს მწვერვალი დალაშქრული აქვს.
დანიელ ალვესის კარიერა მხლოლოდ და მხოლოდ წინსვლაზეა ორიენტირებული. იგი ჯერ მხოლოდ 27 წლისაა და უკვე მოგებული აქვს პრიმერა, ესპანეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი და კიდევ ბევრი რამ. საკმარისია მის მიღწევეებს გადავხედოთ და უმალვე მივხვდებით, მუდამ რატომ იღიმის დანი, მაგრამ ერთი ტიტული, და ისიც უმთავრესი, ჯერ აუღებელია.
5 ტიტული "სევილიაში"
დანი ალვესმა პროფესიონალური კარიერა კლუბ "ბაიაში" დაიწყო, სადაც მან ბრაზილიის თასი მოიგო. შემდეგ 2003 წელს ბრაზილიელი ევროპაში, კერძოდ კი კლუბ "სევილიაში", გადმობარგდა. დანიმ მოასწრო და ითამაშა იმ პერიოდში, რომელიც ანდალუსიელთათვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამოდგა. "სანჩეს პისხუანზე" მათ მოიგეს "კოპა დელ რეის" თასი, ესპანეთის სუპერთასი, ორჯერ უეფას თასი და ევროპის სუპერთასი "ბარსელონას" წინააღმდეგ მონაკოში.
ისტორიული ექვსი ტიტული
ალვეში "კამპ ნოუზე" 2008 წელს გადმობარგდა და იმავე სეზონში შვიდი ტიტული მოიგო. ბრაზილიელი "ბარსელონას" სასტარტო შემადგენლობის ერთ-ერთი უმთავრესი ფეხბურთლია. მან მოგებული თასების სიას მიუმატა ჩემპიონთა ლიგა, პრიმერა და საკლუბი მსოფლიო ჩემპიონატი.
ერთი ტიტულიღა დარჩა
დანი ახლა სამხრეთ აფრიკაში იმყოფება თავის ნაკრებთან ერთად. მას გარანტირებული ადგილი ძირითად შემადგენლობაში არ აქვს, მაგრამ მისი ხასიათიდან გამომდინარე ცხადია კონკურენტებს არაფერს დაუთმობს. ალვეშმა 13 ნომრიანი მაისურით მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი 20-წლამდელთა შორის, "კოპა ამერიკა" და კონფედერაციის თასი. ამ ზაფხულს მას აქვს შანსი დაეუფლოს უდიდესს ტიტულს, რომლის მოგებაც ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა.
ანრი - ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონი
"ბარსელონას" შემადგენლობაში მხოლოდ ტიერი ანრია ისეთი, ვინც მსოფლიო ჩემპიონი გამხდარა. ტიტი თავის კარიერაში მეოთხეჯერ გაემგზავრება მსოფლიო ჩემპიონატზე. "მამლებმა" ბოლოს 1998 წელს მოიპოვეს ეს ტიტული, ორი წლის შემდეგ მათ 2000 წლის ევროპის ჩემპიონატიც მოიგეს.
წყარო: www.fcbarcelona.cat
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]