600 გოლი გვარდიოლას ერაში
ხოსეპ გვარდიოლას შეგირდებმა 233 ოფიციალურ შეხვედრაში მოახერხეს რა 170-ში გამარჯვება(73%), შეაგდეს 600 გოლი (საშუალოდ მატჩში 2.57). პირველი გოლი პეპის მოსვლის შემდეგ კამერუნელმა სამუელ ეტო'ომ გაიტანა. მან "ვისლა კრაკოვიას" კარი დალაშქრა 2008/2009 წლების დასაწყისში ჩემპიონთა ლიგის შესარჩევ ეტაპზე. "მალიორკასთან" პიკეს მიერ გატანილი გოლი საიუბილეო აღმოჩნდა "ბარსასთვის". სწორედ მცველის მიერ შეგორებული ბურთი გახლდათ მე-600. მხოლოდ კრუიფის "დრიმ თიმმა" მოახერხა 430 ოფიციალურ მატჩში 870 გოლის გატანა(საშუალოდ მატჩში 2.02), რაც საუკეთესო შედეგია.
ახალი რეკორდის ზღვარზე
"ბარსამ" კიდევ ერთი რეკორდის დამყარებას აპირებს: გვარდიოლას შეგირდებმა სადებიუტო სეზონში გაიტანეს 158 გოლი, რაც ამ ოთხი წლის მანძილზე საუკეთესოა (ჯერჯერობით), მაგრამ კატალონიელებმა მიმდინარე წელს უკვე 152 გაიტეს და მათ მინიმუმ 12 მატჩი აქვთ გასამართი, ანუ მხოლოდ 7 ბურთი აშორებთ რეკორდამდე.
მესის პირადი და "ბარსელონური" რეკორდი
ლეო მესის მიმდინარე სეზონში 35 გოლი დაუგროვდა ლა ლიგაში, რითაც მოხსნა საკუთარი და ლუის ნაზარიო დე ლიმას (რონალდო) რეკორდი. შეგახსენებთ, რომ 1996/97 წლებში ბრაზილიელმა მოახერხა 34 გოლის გატანა, ხოლო 2009/2010-ში ეს რეკორდი მესიმ გაიმეორა. არგენტინელმა 2011/2012-ში უკვე მოხსნა იგი და შანსი აქვს კიდევ წინ წავიდეს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]