მარადონა მესის კვლავ აქებს

მარადონა მესის კვლავ აქებს

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ და "ალ-ვასლის" მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო არმანდო მარადონამ ოთხი რჩეული ფეხბურთელი დაასახელა და ასევე განაცხადა, რომ სხვებს არ აქვთ ის, რაც მას და ლეოს. იტყობინება ესპანური პრესა.

 

"ჩემი აზრით, მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელები არიან მესი, რონალდო, იბრაჰიმოვიჩი და რუნი. მათთან ახლოსაა აგუერო, თუმცა თავდაუზოგავად მუშაობა სჭირდება, რომ გაუტოლდეს".

 

"მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა სია ძალიან მახალისებს. არის ერთი რამ, რაცა არავის გააჩნია ჩემსა და მესის გარდა - ეს არის სწრაფი აზროვნება".

 

"როდესაც ლიონელს ვწვრთნიდი, საკუთარ თავს ვხედავდი მასში. მარტივად იგებდა ყველაფერს, რაც უნდა გაეკეთებინა შეტევის გასამწვავებლად". დაასრულა დიეგო მარადონამ. 

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.