ხუთშაბათს "ბარსა" "ინტერის" ბაზაზე ივარჯიშებს

ხუთშაბათს "ბარსა" "ინტერის" ბაზაზე ივარჯიშებს

მოგეხსენებათ, "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში გასვლით მატჩს მართავს "მილანის" წინააღმდეგ. როგორც წესი, თამაშის დასრულების შემდეგ გუნდი სამშობლოში იმ საღამოსვე ბრუნდება, თუმცა ესპანეთში დაგეგმილი გაფიცვების გამო კატალონიელებს გეგმები შეეცვალათ.

 

"ბარსელონას" დელეგაცია იტალიაში პარასკევამდე დარჩება. კატალონიელებმა შეთანხმებას მიაღწიეს "ინტერთან", სავარჯიშო ბაზის გამოყოფის თაობაზე. მოგეხსენებათ, "ბარსელონასა" და "მილანს" საპასუხო მატჩი ელით "კამპ ნოუზე", ამიტომ გუარდიოლას არ სურდა, რომ თავისი შეგირდები "მილანის" სავარჯიშო ბაზაზე გაეყვანა.

 

როგორც ავღნიშნეთ, კატალონიელები სამშობლოში პარასკევს დაბრუნდებიან და ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი მატჩისთვის მზადებას გააგრძელებენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.