აბიდალს ოპერაცია ხვალ ჩაუტარდება
”ბარსელონასა” და საფრანგეთის ნაკრების მცველს, ერიკ აბიდალს ღვიძლის გადანრეგვის ოპერაცია ხვალ ჩაუტარდება.
ესპანური პრესის ინფორმაციით ქირურგიული ჩარევა ბარსელონას ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში ჩატარდება. ოპერაცია ადგილობრივი დროით დილის 9 საათზე დაიწყება. ფეხბურთელი უკვე საავადმყოფოში იმყოფება.
ღვიძლის გადანერგვას ექიმი ფუსტერი ჩაატარებს. ამ სპეციალისტმა მოაშორა გასულ წელს აბიდალს ღვიძლიდან სიმსივნე. პროცედური ძალიან რთული იქნება, მოსალოდნელია, რომ ოპერაცია 10 საათს გაგრძელდება.
დაწრმუნებული ვარ, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდება. ხვალ ყველა კულესთვის მძიმე დღე იქნება. ერიკ, შენ ჩვენს გულებში ხარ!!!
Anims Abidal!!!
[media=http://www.youtube.com/watch?v=RnysmEskueo]
[media=http://www.youtube.com/watch?v=xlUnljYmS8w]
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]