გალიანი: "ბარსელონასთან" ბრწყინვალე მატჩი იქნება
"მილანის" ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ "ბარსელონასთან" მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
""ბარსელონასთან" შესანიშნავი მატჩი იქნება. "მილანი" მიეჩვია დიდი მიზნების დასახვას. ჩვენ ყოველთვის აქ ვართ, ტოპ გუნდებს შორის. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ვიმარჯვებთ, ზოგჯერ კი ვმარცხდებით. ოთხშაბათს უმჯობესი იქნება გამარჯვება, ვიდრე 0:0-ზე თამაში."
"თუ გავიხსენებთ ჯგუფური ეტაპის მატჩებს, ჩემთვის ამ გუნდების დაპირისპირება დასრულდა, ანგარიშით 4:4, იმ გაუგებარი პენალტის ჩათვლით, რომელიც ჩვენს კარში დაინიშნა."
"უცნაურია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ან "რეალი" გვხდება, ან კი "ბარსელონა". ვგულისხმობ, რომ კენჭისყრის დროს არ გვიმართლებს. უნდა ითქვას, რომ არც "ბარსას" გაუმართალა დიდად." - განაცხადა გალიანიმ.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი "მილანსა" და "ბარსელონას" შორის "სან სიროზე" 28 მარტს გაიმართება, ხოლო 4 აპრილს საპასუხო შეხვედრას უმასპინძლებს "კამპ ნოუ".
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]