საკი: "გახსნილი თამაში გველის"
იტალიური "მილანის" ყოფილი მწვრთნელი, არიგო საკი, რომელიც დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს საკუთარ ქვეყანაში, თვლის, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო მატჩი "მილანსა" და კატალონიის "ბარსელონას" შორის ძალიან დაძაბული იქნება. საკი ასევე ფიქრობს, რომ ორივე გუნდი გახსნილ და სანახაობრივ ფეხბურთს ითამაშებს.
"ჩვენ წინ დიდი სანახაობა გველოდება. ეს იქნება გახსნილი ფეხბურთი. მართალია "ბარსელონა" ფავორიტად ითვლება, თუმცა პირველ შეხვედრაში არც ერთმა გუნდმა არ აჩვენა აგრესიული თამაში. კატალონიელები ძალიან ნელა აგორავებდნენ ბურთს. რაც შეეხება "მილანს", "როსონერის" ჰყავს მაღალი დონის ფეხბურთელები, რაც მათ დაეხმარებათ მეტოქის შეცდომების გამოყენებაში. იტალიელებმა უნდა გამოიყენონ ყველა შანსი, მითუმეტეს თუ "ბლაუგრანა" კვლავ იგივე სტილში ითამაშებს, როგორც ეს "სან სიროზე" გააკეთა." –განაცხადა საკიმ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]