კალუ: ""ბარსელონა" დიდი გუნდია"

კალუ: ""ბარსელონა" დიდი გუნდია"

ლონდონის "ჩელსის" ფორვარდმა, სოლომონ კალუმ, განაცხადა, რომ მის გუნდს შესწევს ძალა დაამარცხოს კატალონიის "ბარსელონა" ორი მატჩის ჯამში და გავიდეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც უკვე თასის მოგებამდე ერთი ნაბიჯიღა იქნება დარჩენილი.

 

"ახლა ყველა ჩვენგანი "ბარსელონაზე" უნდა გადავერთოთ და სწორედ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულნი. "ბლაუგრანა" მართლაც რომ დიდი გუნდია, მაგრამ ისინი დაუმარცხებლები არ არიან და ეს ორი წლის წინაც დადასტურდა, როცა მოურინიოს "ინტერმა" უდიდესი პრობლემები შეუქმნა მათ და საბოლოოდ გამოაგდო კიდეც ჩემპიონთა ლიგიდან." –განაცხადა კალუმ.

 

როგორც მოგეხსენებათ, "ჩელსიდან" რამდენიმე ხნის წინ გაუშვეს ანდრე ვილაშ ბოაში და მთავარი მწვრთნელის პოსტი მისმა ყოფილმა დამხმარემ, რობერტო დი მატეომ დაიკავა. იტალიელმა სპეციალისტმა აშკარად გამოასწორა პორტუგალიელის გაფუჭებული საქმეები და გუნდი ბევრად უკეთესად აათამაშა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.