რონალდო: "ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსა" და "რეალი" ითამაშებენ"

რონალდო: "ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ბარსა" და "რეალი" ითამაშებენ"

წარსულში ცნობილი, ბრწყინვალე გოლეადორი, შესანიშნავი თავდამსხმელი და ყველა დროის ერთ–ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ბრაზილიელი რონალდო დარწმუნებულია, რომ წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს კატალონიის "ბარსელონა" და მადრიდის "რეალი" შეხვდებიან.

 

""რეალიც" და "ბაიერნიც" ჩინებულ ფორმაში არიან და 1/2 ფინალში მართლაც დიდი ბრძოლა და სანახაობრივი მატჩი იქნება. ამის მიუხედავად, მე მაინც მგონია, რომ სწორედ მადრიდელები გააღწევენ ფინალურ ეტაპზე. ესპანეთი დიდ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, თუმცა "რეალი" და "ბარსელონა" დანარჩენ გუნდებზე მაინც ერთი თავით მაღლა დგანან და ამ მხრივ ყველას ჯაბნიან. სწორედ ამ ორ გრანდს შორის გაირკვევა, თუ ვინ მოიგებს წელს ჩემპიონთა ლიგას." –განაცხადა რონალდომ. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.