ხიმენესი: ""ბარსასთან" კონტრშეტევებზე ვითამაშებთ"
"სარაგოსას" მთავარი მწვრთნელი, მანოლო ხიმენესი, კარზე მომდგარი მატჩის წინ, სადაც მისი გუნდი კატალონიის "ბარსელონას" უნდა დაუპირისპირდეს, გამოტყდა, რომ "ლურჯ–ბროწეულისფერებთან" არ აპირებს გახსნილი ფეხბურთის თამაშს და ეცდება მეტოქის კარი კონტრშეტევების საშუალებით დალაშქროს.
"ჩვენ შეგვიძლია "ბარსელონას" დამარცხება, თუმცა ეს ადვილი არ იქნება. საკმარისია შევხედოთ ცხრილს, რომ დავინახავთ, თუ რამდენით არიან კატალონიელები ჩვენზე წინ. მე ტყუილს არ ვაპირებ: ვეცდებით ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ვითამაშოთ კონტრშეტევებზე. რომ ვფიქრობდე, ვითომ გავალთ მოედანზე და ვაჩვენებთ ჩვენს ფეხბურთს, ერთი შეხებით და სწრაფი პასებით ვაჯობებთ მეტოქეს მეთქი, ეს ნამდვილი სიგიჟე იქნებოდა." –თქვა ხიმენესმა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის შეხვედრა ხვალ, შაბათს, თბილისის დროით 22:00 სთ–ზე დაიწყება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]