პიკე ბარსელონაში რჩება
გვარდიოლამ გაახმოვანა იმ 19 ფეხბურთელის გვარი, რომლებიც ”სარაგოსასთან” მატჩის განაცხადში მოხვდებიან. 16 პირველი გუნდის წევრია, ხოლო ”ბარსა ბ”-დან 3 ფეხბურთელია (მონტოია, მუნიესა და ტელიო). განაცხადში ვერ მოხვდა ხერარდ პიკე, რომელმაც ბოლო შეხვედრაში დაზიანება მიიღო.
პიკეს ჯერ კიდევ აწუხებს ტკივილი მარცხენა ფეხის ბარძაყის კუნთში, ამიტომაც ის ბარსელონაში დარჩება. ამის გამო განაცხადში 19 ფეხბურთელია და არა 20, როგორც ეს ”მილანთან” მატჩში იყო.
დღევანდელ ვარჯიშში, რომელიც უკანასკნელი იყო ”სარაგოსასთან” გასამართ შეხვედრამდე მონაეილწობა მიიღეს ერიკ აბიდალმა და იბრაჰიმ აფელაიმ. ხერარდ პიკე ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობდა.
მგზავრობა შაბათს მატარებლით
გუნდი სარაგოსაში მატარებლით მიემგზავრება. 09:25 საათზე ”ნოუ კამპიდან” ავტობუსი ბარსელონას სადგურისკენ დაიძრება, საიდანაც გუნდი საგაროსაში გაემგზავრება. გუნდი ადგილზე 11:30 საათზე იქნება. პრიმერას შეხვედრა კი 20:00 საათზე დაიწყება.
[media=http://www.youtube.com/watch?v=duzHkLaVbsk]






ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]