ახალი კონტრაქტი პუიოლს

ახალი კონტრაქტი პუიოლს

კატალონიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონა" გუნდის კაპიტანს, კარლეს პუიოლს ახალ კონტრაქტს სთავაზობს.

კარლეს პუიოლსა და "ბარსელონას" შორის არსებულ ხელშეკრულებას ვადა 2013 წელს გასდის, მაგრამ კლუბს ფეხბურთელის უფრო დიდი ხნით შენარჩუნება სურს.

"იგი ამბობს, რომ ფეხბურთის თამაში 40 წლამდე სურს. ყველაფერი თავად მასზეა დამოკიდებული. თავისი მენტალიტეტის წყალობით, კარლესს შეუძლია ითამაშოს მანამ, სანამ მას ორგანიზმის არ ეტყვის "არა"ს" - ციტირებს "ბარსას" მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას სიტყვებს Sport-ი.

კარლეს პუიოლი "ბარსელონაში" 1995 წელს მივიდა. პირველ გუნდში იგი 1999 წლიდან ირიცხება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.