დავიდ ლუისმა შეიძლება ”ბარსასთან” ვერ ითამაშოს
”ჩელსის” ბრაზილიელი მცველის, დავიდ ლუისის მონაწილოება 18 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, ”ბარსელონასთან” გასამართ შეხვედრაში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.
ეს დაკავშირებულია ტრავმასთან, რომელიც ფეხბურთელმა ინგლისის თასის 1/2 ფინალში, ლონდონის ”ტოტენჰემთან” შეხვედრაში მიიღო, რომელიც საბოლოოდ ”ჩელსის” გამარჯვებით (5:1) დასრულდა.
”დავიდ ლუის მყესების ტრავმა აქვს. 16 აპრილს ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ზუსტი ინფორმაცია გვექნება. მისი მონაწილეობა უახლოეს შეხვედრაში კითხვის ნიშნის ქვეშ იმყოფება” - განაცხადა მატჩის შემდეგ პრეს-კონფრენციაზე ”ჩელსის” დროებითმა მწვრთნელმა, რობერტო დი მატეომ.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]