Marca: ტელიო ძირითად შემადგენლობაში იქნება

Marca: ტელიო ძირითად შემადგენლობაში იქნება


პეპ გვარდიოლა ”რეალის” წინააღმდეგ თამაშში სიურპრიზს ამზადებს. მარკას ინფორმაციით შეტევაში ინიესტას და მესის კრისტიან ტელიო შეუწყვილდება, რომელიც ალექსის სანჩესს შეცვლის, რომელსაც მიკროტრავმა აწუხებდა.

მეორე სიურპრიზი ძირითად შემადგენლობაში ტიაგო ალკანტარას თამაში იქნება სესკ ფაბრეგასის ნაცვლად. ”არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად კარგ ფორმაში არ იმყოფება, რაზეც ”ჩელსისთან” გამართული მატჩიც მეტყველებს.

დაცვაში ხერარდ პიკე სათადარიგო სკამზე დარჩება. ამგვარად მარკას ინფორმაციით ”ბარსელონას” შემადგენლობა ასეთი იქნებაა: ვალდესი, ალვესი, მასკერანო, პუიოლი, ადრიანო, ბუსკეტსი, ჩავი, ტიაგო, მესი, ინიესტა, ტელიო.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.