კრუიფი გვარდიოლაზე და რომარიოსთან მომხდარ კურიოზზე

კრუიფი გვარდიოლაზე და რომარიოსთან მომხდარ კურიოზზე

კატალონიის "ბარსელონას" ყოფილმა მწვრთნელმა და ცოცხალმა ლეგენდამ იოჰან კრუიფმა, გაიხსენა ის დრო, როცა იგი ენდო ფიზიკურად სუსტ ხოსეპ გვარდიოლას და ათამაშა გუნდის ძირითად შემადგენლობაში მაშინ, როცა პეპის ვარსკვლავად დადგომის იმედი არავის ჰქონდა.

 

"გვარდიოლა ფიზიკურად სუსტი იყო. ამის მიუხედავად მე ის პირველ გუნდში გადმოვიყვანე. ამის შემდეგ გაიგეს "ბარსელონას" მწვრთნელებმა, რომ მთავარი ისაა ფეხბურთელი ბურთს როგორ აკონტროლებს და არა ის, თუ როგორი ტანი აქვს მას. ხოსეპში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ბევრ რამეს სხვებზე ადრე ხედავს და ამჩნევს. აბა ვინ იფიქრებდა, თუ ხავიერ მასკერანოს ასე ბრწყინვალედ შეეძლო ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაში?"

 

ჰოლანდიელმა ლეგენდამ ასევე გაიხსენა მისი და ცნობილი ბრაზილიელი ფორვარდის, რომარიოს ურთიერთობა.

 

"ერთხელ რომარიო ჩემთან მოვიდა და მთხოვა ორი დღით ბრაზილიაში გამეშვა, რადგან იქ რაღაც კარნავალი უნდა ჩატარებულიყო. მე მას ვუთხარი, რომ თუ ხვალინდელ მატჩში ორ გოლს გაიტანდა სხვებზე ორი დღით მეტ დასვენების დროს მივცემდი. მეორე დღეს, მატჩის დაწყებიდან 20 წუთი არ იყო გასული, რომ მან დუბლი შეასრულა და სასწრაფოდ შეცვლა მთხოვა. აი რა მითხრა მან: "მისტერ, პირობა შესრულებულია, ახლა კი უნდა შემცვალოთ, ჩემი თვითმფრინავის გაფრენამდე 1 საათზე ნაკლებია დარჩენილი." მე რა თქმა უნდა დადებული პირობა შევასრულე და რომარიოც ბრაზილიაში გაემგზავრა." –დაასრულა კრუიფმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.