კვირას გუნდმა აღდგენითი ვარჯიში ჩაატარა

კვირას გუნდმა აღდგენითი ვარჯიში ჩაატარა


კვირას დილით, ”სოიტატ ესპორტივაზე” ძალების აღშადგენი ვარჯიში გამართა ”ბარსელონამ”. გუნდი ახლა სრულად კონცენტრირებულია სამშაბათს, ლონდონის ”ჩელსისთან” გასამართ შეხვედრაზე.

ის ფეხბურთელები, რომლებიც ”რეალთან” შეხვედრაში ძირითადში იყვნენ მსუბუქად იტვირთებოდნენ. დანარჩენები, მათ შორის მონტოია და ბარტრა ”ბარსა ბ”-დან და ასევე ბანუსი, ახალგაზრდული გუნდიდან სრული დატვირთვით ვარჯიშობდნენ.

პეპ გვარდიოლას ”ჩელსისთან” შეხვედრამდე მოსამზადებლად 2 დღე აქვს. კვირის სესიაზე ფეხბურთელები ძალიან არ დატვირთეს, რადგან გუნდს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასასვლელად ძალები სჭირდება.

გუნდმა ”სიუტატ ესპორტივაზე” ვარჯიში დახურულ კარს მიღმა ჩაატარა. ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის ბურთებით ვარჯიშობდნენ. სესიის დროს ფეხბურთელებმა და სამწვრთნელო შტაბის წევრებმა დაბადების დღე მიულოცეს კარლეს უნსუეს, რომელიც მეკარეების მწვრთნელია.

                                    [media=http://www.youtube.com/watch?v=N1rY5xrtj9Q]

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.