პუიოლი: ”სამშაბათს დიდი მატჩი გველის”

პუიოლი: ”სამშაბათს დიდი მატჩი გველის”


”ბარსელონას” კაპიტანი იმედგაცრუებულია მადრიდის ”რეალთან” მარცხის გამო, თუმცა გულშემატკივრებს ბოლომდე მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

პუიოლმა განაცხადა, რომ ”ფეხბურთელებს ძალიან სურთ ”ჩელსისთან” მატჩის დაწყება, რადგან სწრაფად მოიტოვონ ცუდი მოგონებები წარსულზე”. პუიოლმა ”რეალთან” მარცხის შემდეგ გადაცემა ”El Marcador”-ს მისცა ინტერვიუ: ”ჩვენ ცოტათი იმედგაცრუებულნი ვართ, როგორც გულშემატკივრები - ეს მტკივნეული დარტყმაა, რადგან ნამდვილად გვჯეროდა, რომ ლა ლიგას მოვიგებდით. ჩვენ თავებს არ ჩამოვუშვებთ და გულშემატკივრების გამო ბოლომდე ვიბრძოლებთ, თუმცა გვესმის, რომ ტიტულის მოგება ფაქტიურად შეუძლებელია”.

მატჩის შედეგის მიუხედავად კარლესი არ ნებდება: ”ეს ძალიან კარგი სეზონი იყო და ჩვენ კიდევ 2 ტურნირზე ვასპარეზობთ. ჩვენი მთავარი მიზანი რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. ახლა ”ჩელსისთან” მატჩზე უნდა გადავიტანოთ მთელი ყურადღება. ჩვენ ახლოს ვართ ფინალთან და ამ ტურნირის მოგება შეგვიძლია”. რაც შეეხება განმეორებითი მატჩის ტაქტიკას, რომელსაც გუნდი აირჩევს, პუიოლმა განაცხადა: ”ჩვენ ყურადღებით უნდა ვიყოთ მათი კონტრშეტევების დროს. ვფიქრობ, რომ საკუთარ სტილს არ უნდა ვუღალატოთ”. ჩემპიონთა ლიგის ფინალში შესაძლო კლასიკოს შესახებ კარლესმა თქვა: ”ეს ძალიან რთული და შესანიშნავი მატჩი იქნება. ახლა ჩვენ მხოლოდ ”ჩელსიზე” ვფიქრობთ”.

ბოლოს კი კაპიტანმა გულშემატკივრებს მიმართა: ”ჩვენ შესანიშნავი სეზონები გვქონდა, როცა ყველა დიდ სიამოვნებას ვიღებდით. ხანდახან საჭირო დაცემა, რათა წამოდგე და გახდე ძლიერი და დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი ამას კვლავ გააკეთებს. თქვენთვის მომინდია იმის გარჩევა, თუ რას მივაღწიეთ”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.