ვან დერ სარი: ”ფეხბურთის სიკეთისთვის ”ბარსელონა” ”ჩელსის” დაამარცხებს”
ჰოლანდიის და ”მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მეკარემ, ედვინ ვან დერ სარმა შეაქო ”ბარსელონა” და გააკრიტიკა ”ჩელსის” დაცვითი ტაქტიკა, რაც გუნდმა ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველ შეხვედრაში აჩვენა.
მიუხედავად იმისა, რომ რობერტო დი მატეომ ბევრი შექება მიიღო ”ბარსელონას” დამარცების შემდეგ ვან დერ სარს არ მოსწონს ასეთი დაცვითი ტაქტიკა.
”ფეხბურთის სიკეთისთვის იმედი მაქვს, რომ ”ბარსელონა” დაამარცხებს ”ჩელსის” ”ნოუ კამპზე”. მე მომწონს გუნდები, რომლებიც უტევენ, ”ჩელსი” კი 9 კაცით დაცვაში ჯდომის მეტს არაფერს აკეთებდა”.
ვან დერ სარმა აღნიშნა, რომ დიდიე დროგბას გოლის მიუხედავად კატალონიურ გუნდს ”სტემფორდ ბრიჯზე” სასურველი შედეგის მიღება შეეძლო: ”მათ შეეძლოთ 5:1 მოგება, რადგან მასპინძლებმა კარში მხოლოდ ერთი დარტყმა განახორციელეს”.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]