დროგბა სრულ მზადყოფნაშია
ლონდონის ”ჩელსის” თავდამსხმელი, დიდე დროგბა კვირის ვარჯიშზე სრული დატვირთით ირჯებოდა და ეჭვები აღარ არის იმის შესახებ, შეძლებს თუ არა ის ”ნოუ კამპზე” თამაშს.
რობერტო დი მატეოს გუნდის საუკეთესო თავდამსხმელის იმედი ექნება ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებით შეხვედრაში, რომელიც ხვალ, ”ბარსელონასა” და ”ჩელსის” შორის ”ნოუ კამპზე” გაიმართება.
დიდიე დროგბა კვირის ვარჯიშზე სული დატვირთით ვარჯიშობდა. 34 წლის ფეხბურთელმა მუხლის ტრავმის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო შაბათს, ლონდონის ”არსენალთან” მატჩში, თუმცა ბოლო ცნობებით ის ძირითად შემადგენლობაში იქნება ”ბარსელონასთან” მატჩში.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]