”ჩელსისთან” შეხვედრას თურქი მსაჯები მოემსახურებიან

”ჩელსისთან” შეხვედრას თურქი მსაჯები მოემსახურებიან


ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის განმეორებით შეხვედრას, ”ბარსელონას” და ”ჩელსის” შორის თურქი მსაჯი, ჯიულენტ ჩაკირი განსჯის.

ჯიულენტ ჩაკირი 35 წლის მსაჯია თურქეთიდან, რომელსაც უეფა ძალიან კარგ შეფასებას აძლევს. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ის მოხვდა იმ 12 მსაჯს შორის, რომლებიც ევროპის ჩემპიონატზე იმსაჯებენ. ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპზე მსაჯობა მისთვის პირველი იქნება. ამ ტურნირზე ჩაკირის დებიუტი კი 2010 წელს შედგა.

თურქმა მსაჯმა ”ბარსელონას” მონაწილეობით მხოლოდ ერთ შეხვედრაში იმსაჯა. ეს იყო ყაზანი ”რუბინთან” (1:1) მატჩი რუსეთში. აღსანიშნია ისიც, რომ მიმდინარე სეზონში მან შემდეგ მატჩებში იმუშავა: ”ვილიარეალი” - ”ბაიერნი”, ”რეალი” - ”ლიონი”, ”მანჩესტერ იუნაიტედი” - ”ბენფიკა”, მარსელი” - ”ინტერი”. მან მნიშვნელოვან შეხვედრებში იმსაჯა ევროპა ლიგაზეც: ”პორტუ” - ”მანჩესტერ სიტი” და ”ატლეტიკი” - ”მანჩესტერ იუნაიტედი”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.