”ბარსელონა” - ”ჩელსი”. იცოდით თუ არა, რომ...
- ევროთასებზე ”ბარსელონა” და ”ჩელსი” 11-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. 4 შეხვედრაში ლონდოლებმა იმარჯვეს, 3 მატჩში კატალონიელებმა, 4 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.
- ევროთასების ბოლო 15 საშინაო შეხვედრაში ”ბარსა” დაუმარცხებელია. აქედან ”ბლაუგრანამ” 13 შეხვედრაში იმარჯვა, ხოლო 2 მატჩი ფრედ დასრულდა.
- ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების 5 საშიანო შეხვედრაში ”ბარსამ” 18 გოლი გაიტანა.
- კატალონიაში ”ჩელსისთან” ჩატარებული შევხედრების ვერცერთი შედეგი ვერ გაიყვანს პეპ გვარდიოლას გუნდს ფინალში. შეხვედრების ანგარიშები ასეთი იყო: 2:1 (2004/05), 1:1 (2005.06), 2:2 (2006/07) და 0:0 (2008/09).
- ”ჩელსის” გასვლით მატჩებში არ უმართლებს. ლიგის 5 გასვლითი მატჩიდან ”არისტოკრატებმა” მხოლოდ 1-ში იმარჯვეს, 2 მატჩში მარცხი იწვნიეს, ხოლო 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.
- ”ბარსამ” ლიგის 12 1/2 ფინალიდან 6-ში იმარჯვა. ”ჩელსიმ” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში 5-ჯერ ითამაშა, ფინალში გასვლა კი ერთხელ მოახერხა.
- პლეი-ოფის პირველი შეხვედრის მოგების შემდეგ ლონდონელები შემდეგ ეტაპზე 13 შემთხვევიდან 9-ჯერ გავიდნენ.
- ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ”ბარსამ” მეტოქეების კარში 99 დარტყმა განახორციელა, მოაწოდა ყველაზე მეტი კუთხური და მიიღო ყველაზე ცოტა ყვითელი ბარათა - 15.
- პეპ გვარდიოლას გუნდში დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე ხავიერ მასკერანო და კარლეს პუიოლი არიან. ყვითლის მიღების შემთხვევაში ისინი მიუნხენში ვერ ითამაშებენ. ”ჩელსის” ასეთი 5 ფეხბურთელი ჰყავს - ივანოვიჩი, ლუისი, კოული, მეირელეში და რამირესი.
- ლიგის 1/2 ფინალისტებს შორის ”ჩელსიმ” ყველაზე ცოტა გოლი გაიტანა - 22 და გაუშვა ყველაზე მეტი - 9.
- ყველა ტურნირზე ”ჩელსი” ბოლო 9 შეხვედრაში დაუმარცხებელია, 6 შეხვედრა კი დი მატეოს გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ბოლო 4 შეხვედრაში ”ჩელსი” საკუთარ კარს მშრალად ინახავს.
- დღევანდელ შეხვედრაში მოთმინებას ოქროს ფასი ექნება. პრემიერ-ლიგაში 38 გაშვებული გოლიდან ”ლურჯებმა” 18 მატჩის ბოლო 15 წუთში მიიღეს საკუთარ კარში.
- შეხვედრას ”ნოუ კამპზე” თურქი ჯიუნეტ ჩაკირი განსჯის. ლიგაზე ეს მისთვის მე-8 შეხვედრა იქნება. პეპ გვარდიოლას გუნდის შეხვედრა მან 1 წლის წინ განსაჯა, როცა ”ბარსამ” 1:1 ითამაშა ყაზანის ”რუბინთან” გასვლით მატჩში.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]