ინიესტა: ”ჩვენ დავბრუნდებით”

ინიესტა: ”ჩვენ დავბრუნდებით”


ანდრეს ინიესტამ სამშაბათის მატჩის შემდეგ ისაუბრა, სადაც განაცხადა, რომ ”გუნდი დაეცა, თუმცა ჩვენ დავბრუნდებით და ვიბრძოლებთ ყველა ტიტულისთვის”. ანდრესმა ასევე თქვა, რომ გუნდმა ბევრი შანსი გაუშვა ხელიდან.

ანდრეს ინიესტამ სამშაბათს ”ბარსა ტვ”-ს ეთერში, გადაცემა ”El Mirador”-ში ისაუბრა, სადაც მან ახსნა, რომ ”ჩვენ დავშავდით, რადგან გულშემატკივრები ძალიან განიცდიან მარცხს - ყველა ისინი, რომლებმაც გვერდში გვიდგანან. ჩვენ მათ მხარდაჭერას კვლავ ვგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ ლიგის ფინალს მიღმა დავრჩით, ეს დიდებულია. ახლა შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ დავბრუნდებით და ბოლომდე ვიბრძოლებთ ყველა ტიტულისთვის”.

ფეხბურთი უსამართლო იყო ჩვენთვის

ანდრესმა პირველ რიგში ლონდონის ”ჩელსის” ფინალში გასვლა მიულოცა: ”ფეხბურთი არასამართლიანი გამოდგა ჩვენთვის - ძალიან ბევრი მომენტი გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. მეტოქემ 2 შეხვედრაში კარში 3-ჯერ დაარტყა და 3 გოლი გაიტანა. ჩვენ ბევრს ვეცადეთ, თუმცა ისინი 10 ფეხბურთელით იცავდნენ თავს”.

თასის ფინალი ჰორიზონტზე

ჩემპიონთა ლიგაში განცდილი მარცხის შემდეგ ანდრესმა განაცხადა: ”ჩვენ სამი ტიტულის მოგებისთვის ბოლომდე ვიბრძოლეთ. ჩვენ ”ბარსა” ვართ და ლა ლიგაში დარჩენილი ყველა შეხვედრის მოგებას ვგეგმავთ. ეს თასის ფინალისთვის მოსამზადებლად კარგი იქნება”.

გვარდიოლას კონტრაქტი

პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში კონტრაქტის შესახებ სანდრო როსელს შეხვდება, რაზეც ანდრესმა ღიად დააფიქსირა პოზიცია: ”ეს გადაწყვეტილება მასსა და კლუბს შორის უნდა გადაწყდეს. მან იცის, თუ რა გვსურს ყველა ჩვენთაგანს და იმედი გვაქვს, რომ ის დიდი ხნით დარჩება”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.