როსელი: ”კლუბს ”ბარსას” ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი ტოვებს”

როსელი: ”კლუბს ”ბარსას” ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი ტოვებს”


პრეს-კონფერენცია სანდრო როსელმა გახნსა, რომელმაც განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლა მომავალ სეზონში ”ბარსელონას” მწრთნელი არ იქნება. მან ეს გარემოება ”ყველაზე რთულად” შეაფასა და კლუბმა პეპის ამ გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცეს. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ”კლუბი უდიდესს მადლობას უხდის მწვრთნელს გაწეული სამუშაოსთვის”.

”დიდი მადლობა, პეპ”

პრეზიდენტმა გვარდიოლას წასვლის დადასტურების შემდეგ მწვრთნელს მიმართა: ”მადლობა პეპ იმისთვის, რომ ასეთი სიხარული მოგვანიჭე, მადლობა პეპ ”ბარსასთვის” გაწეული სამუშაოსთვის. მადლობა პეპ იმისთვის, რომ ისეთი სათამაშო მოდელი შექმენი, რომელსაც ვერასდროს გაიმეორებენ. მადლობა პეპ იმისთვის, რომ კლუბის ღირსებებს ასე იცავდი, მადლობა პეპ მხარდაჭერისთვის, მღელვარებისთვის და სიყვარულისთვის”.

ამ მიზეზების გათვალისწინებით როსელი დარწმუნებულია, რომ გულშემატკივრები ”კლუბის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელს ღირსეულად გააცილებენ... მთელი გულით გიხდი პეპ მადლობას, უღრმესი მადლობა”.

მომდევნო სეზონთან დაკავშირებით როსელმა განაცხადა, რომ მიუხედავად პეპის წასვლისა კლუბის მოდელს ყოველთვის ”გვარდიოლას სისტემა” ეწოდება. მომდევნო სეზონში გუნდს ტიტო ტიტო ვილანოვა ჩაუდგება სათავეში, რაზეც როსელმა განაცხადა: ”ის დიდებულ ბაზაზე იმუშავებს. ის შეეცდება ყველაფრის გაუმჯობესებას”.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.