სუბი: ”მუშაობის გაგრძელება პეპის საუკეთესო დაფასება იქნება”

სუბი: ”მუშაობის გაგრძელება პეპის საუკეთესო დაფასება იქნება”


ანდონი სუბისარეტმა ახსნა, თუ რატომ დაინიშნა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ტიტო ვილანოვა პეპ გვარდიოლას წასვლის შემდეგ.

”ბარსას” სპორტულმა დირექტორმა ახსნა: ”ჩვენ მუშაობის გაგრძელება გვსურს. ეს გვარდიოლას საუკეთესო დაფასება იქნება - არა სიტყვები, არამედ საქმე. როცა პეპმა გვითხრა, რომ მიდიოდა ვერ ვიჯერებდი, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ წინ ყურება დავიწყე. ვინ შეცვლიდა მას? და ზუსტად პეპმა მომცა ამ კითხვაზე პასუხი, ვის ეცოდინება კლუბი და თამაშის მოდელი ისე, როგორც პეპმა იცოდა... ეს ადამიანი ტიტო ვილანოვაა. ის განსხვავდება პეპისგან, მაგრამ ის ტიტოა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ როცა ფეხბურთელის შეძენა გვსურს პირველ რიგში საკუთარ კანტერაში ვეძებთ მათ. მწვრთნელთან დაკავშირებითაც ასე მოვიქეცით და პირველი ტიტო დავინახეთ. რა თქმა უნდა, რაღაც დონის რისკი არის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს რისკი დაგვიფასდება”.

ასევე მან დაამატა: ”ტიტოს ისეთივე მხარდაჭერა ექნება, როგორიც პეპს ჰქონდა. ჩვენ ვილანოვას გადაწყვეტილების სირთულეები გვესმის. დარწმუნებულები ვართ, რომ მას საკმარისი ძალა აქვს იმისთვის, რომ გუნდი წინ წაიყვანოს. ტიტომ ყველაფერი აუცილებელი იცის, რაც პეპმა იცოდა და მიიღო ეს გამოწვევა. ჩვენ სრულად დავუჭერთ მას მხარს. ამას გარდა ახლოს იქნება კონსულტანტი (პეპი), რომელთანაც ერთად დავლევთ ლუდს და ის მოგვიყვება, თუ როგორ ხედავას სხვადასხვა საკითხებს შორიდან. პეპი მიბაძვის შესანიშნავი მაგალითია, ფეხბურთი კი სასაუბროდ ყოველთვის დიდებული თემაა. ყველა ამბობდა, რომ ფეხბურთში ყველაფერი ახალი უკვე გამოგონილია, თუმცა პეპმა დაგვანახა, რომ ეს ასე არ არის”.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.