გვარდიოლას 150-ე შეხვედრა პრიმერაში
”მალაგასთან” მატჩი პრიმერაში 150-ე იქნება პეპისთვის ”ბარსელონას” მწვრთნელის რანგში. პეპი პრიმერაში 3 შეხვედრას გამართავს და კლუბის ისტორიაში პრიმერაში ჩატარებული მატჩების რაოდენობით მე-4 პოზიციაზე იქნება. გვარდიოლას შედეგები წარმოუდგენელია. აქამდე გუნდმა პრიმერას მათჩების 76.5% იმარჯვა, 16% ფრედ დაასრულა და მხოლოდ 7.5% წააგო.
გვარდიოლას 4 სეზონის შემდეგ გუნდის დატოვება მოგებული 14 ტიტულით შეუძლია. ეს რომ მოხდეს 25 მაისს, სამეფო თასის ფინალში მისმა გუნდმა მარსელო ბიელსას ბილბაოს ”ატლეტიკი” უნდა დაამარცხოს.
გვარდიოლას გარდა ასეთი გამოცდილებით მხოლოდ 3 მწვრთნელის შეუძლია დატრაბახება. იოჰან კრუიფმა გუნდს 306 შეხვედრაში უხელმძღვანელა, რინუს მიხელსმა 204 მატჩში, რაიკაარდმა 190 თამაშში. გვარდიოლას სეზონის ბოლოს პრიმერას 152 შეხვედრაში ეყოლება გუნდი მოედანზე გაყვანილი.
149 შეხვედრაში გუნდმა 402 გოლი გაიტანა და გაუშვა 106. პეპის გუნდი საშუალოდ მატჩში 2.6 გოლს იტანს. 2008/09 სეზონში მისმა გუნდმა 87 ქულა დააგროვა. ერთი წლის შემდეგ გუნდმა 99 ქულას მოუყარა თავი, ხოლო გასულ სეზონში 96 ქულას.
თუკი გამარჯვებების პროცენტულ რაოდნობას ავიღებთ, მაშინ გვარდიოლა უკონკურენტოა. გუნდი მისი ხელმძღვანელობით პრიმერას მატჩების 76.5% იმარჯვებს. კრუიფის მაჩვენებელი 59.8% იყო, რაიკაარდის 59%, ხოლო მიხელსის 51.4%. პეპი შეხვედრების 7.5% დამარცხდა, რაიკაარდი 17.3%, კრუიფი 17.5%, მიხელსი 23%.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]