დელ ბოსკე: ”ვილიას ბოლომდე დაველოდებით”

დელ ბოსკე: ”ვილიას ბოლომდე დაველოდებით”


ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ განაცხადა, რომ ელოდება ”ბარსელონას” თავდამსხმელის, დავიდ ვილიას დაბრუნებას.

გუშინ პეპ გვარდიოლასთან დავიდ ვილიას მდგომარეობაზე ვისაუბრე. ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრულად დარწმუნებულია, რომ ამ შემთხვევაში ლოდინი ბოლო მომენტამდე ღირს, რათა გავიგოთ, შეძლებს თუ არა ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატზე თამაშს. ვილიამ თავი კარგად წარმოაჩინა ნაკრებში, ის ნამდვილი თავდამსხმელია. ტორესი? ჩვენ ყველა სათამაშო დღეს ვაკვირდებით კანდიდატებს, თუმცა ჯერ ვერ ვისაუბრებთ ამა თუ იმ ფეხბურთელების შანსებზე. ჩვენ ყველაფერი დეტალურად უნდა შევისწავლოთ” - განაცხადა დელ ბოსკემ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.