"ბარსა ატლეტიკის" კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი ლიგა ადელანტესკენ
"ბარსა ატლეტიკმა" მოახერხა და გავიდა ფლეი–ოფის მესამე, ბოლო რაუდში. მათ გუშინ გამართეს მეორე რაუნდის მეორე მატჩი და დაამარცხეს "რეალ ჰაენი" ტიაგო ალკანტარას ერთი და ჯონათან სორიანოს ორი გოლის წყალობით. პირველი მატჩი კატალონიელებმა სტუმრად, ფრედ, 0:0 დაასრულეს და საკუთარ მოედანზე მათ მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ.
გზა ესპანეთის სეგუნდა დივიზიონისკენ
"ბარსა ატლეტიკს" ერთი ნაბიჯი აშორებს სეგუნდა დივიზიონამდე, "რეალ ჰაენის" 3:0 დამარცხების შემდეგ. ლუის ენრიკეს კლუბმა გუშინ მართლაც შესანიშნავი მატჩი აჩვენა. ტიაგო ალკანტარას მე–18 და ჯონათან სორიანოს 58–ე და 68–ე წუთებზე გატანილი გოლების წყალობით "ბლაუგრანა" გახდა პირველი გუნდი, რომელიც ფლეი–ოფის მესამე და ბოლო რაუნდში გავიდა.
"ბლაუგრანას" სრული უპირატესობა
შეტევა, კომბინაციები და ტექნიკა გახდა გასაღები "ბარსა ატლეტიკის" გამარჯვებისა. მათ მთელი თამაში აკონტროლეს ბურთი და შექმნეს ცხრა საგოლე მომენტი, რომლებიდანაც მხოლოდ სამი გამოიყენეს.
ტიაგო და სორიანო–მატჩის გმირები
ნახევარმცველმა, ტიაგო ალკანტარამ მე–18 წუთზე შესანიშნავად შეასრულა დანიშნული საჯარიმო დარტყმა და გახსნა ანგარიში. შემდეგ, 58–ე წუთზე ჯონათან სორიანომ შესანიშნავი ცრუ მოძრაობა გააკეთა და ნელი, ტექნიკური დარტყმით ორამდე გაზარდა ანდალუსიანელების უპირატესობა. ზუსტად ათი წუთის შემდეგ ალკანტარამ შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა სორიანოს და ამ უკანასკნელმაც საბოლოო წერტილი დაუსვა მატჩს. ამ სეზონში ჯონათან სორიანომ 21 გოლის გატანა მოახერხა, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია "ბარსა ატლეტიკში". მართალია სერხი გომესმა გოლის გატანა ვერ მოახერხა, მაგრამ მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი კლასის ფეხბურთელია. იგი მთელი თამაში გაუჩერებლად მოძრაობდა და აქტიურობდა.
შემადგენლობა
რუბენ მილო, ილიე სანჩესი, სერხი გომესი, მარკ ბარტრა, ვიქტორ ესპასანდინი, ორიოლ რომეუ, ვიქტორ ვასკესი (ხოსე რუედა, 58'), სერხი რობერტო, ტიაგო ალკანტარა (ედუ ორიოლი, 80'), ნოლიტო, ჯონათან სორიანო (ბენჟა მარტინესი, 71')
გოლები
ტიაგო ალკანტარა (18') 1:0
ჯონატან სორიანო (58) 2:0
ჯონათან სორიანო (68') 3:0
მსაჯი
ჟუან მუნუერა მარტინესი
ტრავმირებული
ანდრეუ ფონტასი
წყარო: totalbarca.com
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]