ერიკ აბიდალი მომდევნო კვირაში საავადმყოფოს დატოვებს
ძალიან სასიხარულო ინფორმაცია ”ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის და განსაკუთრებით ერიკ აბიდალისთვის.
”ბარსელონას” პირველი გუნდის ექიმმა, რიკარ პრუნამ განაცხადა, რომ ერიკ აბიდალი, რომელმაც 10 აპრილს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია გაიკეთა მომდევნო კვირაში საავადმყოფოს დატოვებს.
ქირურგიული ჩარევის შემდეგ 1 თვეზე მეტი გავიდა, ექიმები კი ამბობენ, რომ ფრანგის აღდგენითი პროცესი ნელა, მაგრამ კარგად მიმდინარეობს. მომდევნო კვირაში ერიკ აბიდალს სახლში გაწერენ. ერიკის ბიძაშვილმა, რომელიც დონორი იყო საავადმყოფო გასულ დღეებში დატოვა.
ექიმმა პრუნამ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც კარლეს პუიოლის ოპერაციის შემდეგ ჩატარდა განაცხადა, რომ ”ბარსას” მომავალი მწვრთნელი, ტიტო ვილანოვა ასევე კარგ მდგომარეობაშია: ”ჩვენ ვამბობთ, რომ ის სრულად განიკურნა და ეს დაავადება აღარ შეაწუხებს. ის მზადაა იმისთვის, რომ ინტენსიურად იმუშავოს”.
რაც შეეხება დავიდ ვილიას, ექიმმა რამონ კუგატმა არ ისურვა იმ კითხვაზე პასუხის გაცემა, გაემგზავრება თუ არა ფეხბურთელი ევროპის ჩემპიონატზე: ”ჩვენ ექიმები ვართ და არა მომავლის მხედველები”, თუმცა ექიმმა დაამატა: ”კიდევ 2-3 კვირა უნდა მოვიცადოთ. დრო მის სასარგებლოდ მოქმედებს, თუმცა მხოლოდ მან და ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უნდა გადაწყიტონ, ითამაშებს თუ არა”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]