”ბეტისი” - ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის შემდეგ
პეპ გვარდიოლამ კმაყოფილება გამოხატა გუნდის თამაშით: ”ძალიან რთული 10 ფეხბურთელით თამაში ისეთი გუნდის წინააღმდეგ, როგორიც ”ბეტისია”. ჩვენ საკუთარი თავის საუკეთესოდ წარმოჩენა ვცადეთ და ვითამაშეთ ფრე”.
”ბარსას” მწვრთნელმა განაცხადა: ”მივიჩნევ, რომ პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ. კეიტამ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. შესაძლოა სეიდუ უფრო მეტ სათამაშო დროს იმსახურებდა სეზონში. ის ძალიან საიმედო ფეხბურთელია. მას აქვს ისეთი თვისებები, რომლებიც ბევრ ნახევარმცველს არ აქვთ. მე კმაყოფილი ვარ მისი თამაშით და გუნდის გამოსვლით”.
შემდეგი ფეხბურთელი, რომელიც პეპმა შეაქო იბრაჰიმ აფელაი იყო, რომელიც ტრავმის შემდეგ პირველად მოხვდა ძირითად შემადგენლობაში: ”მან ძალიან კარგად ითამაშა. ის აქტიური იყო, ქონდა გოლის გატანის შანსი და არ დაუკარგავს ბურთი. ალვესის წითელი ბარათის შემდეგ მისი შეცვლა მოგვიწია. ნებისმიერ შემთხვევაში მისი გამოჯანმრთელება დაეხმარება თავად მას და ჰოლანდიის ნაკრებს”.
ალვესის მომავალზე პეპმა განაცხადა: ”მე ვერ გავცემ იმ შეკითხვებზე პასუხს, რომელიც კლუბის მომავალს ეხება, თუმცა ალვესი ჩემთვის შეუვლელი ფეხბურთელია. ის ”ბარსელონას” წამყვანი მოთამაშეა”. საკუთარი მომავლის შესახებ კი პეპმა განაცხადა: ”ლა ლიგა ჩემს მოსვლამდე არსებობდა, ის ჩემს შემდეგაც იარსებებს”.
შექება ”ბეტისს”
პეპმა ბოლოს შეაქო ”ბეტისი”: ”ეს ძალიან ძლიერი კლუბია. ფეხბურთელები ძალიან კარგად თამაშობენ. ისინი დიდი ხანია ერთად თამაშობენ, არ იცვლიან მწვრთნელს და ჰყავთ შესანიშნავი გულშემატკივრები. ამ სეზონში ”ბეტისმა” საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინა”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]