კრუიფი: ”ვილანოვას შემთხვევაში მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ”

კრუიფი: ”ვილანოვას შემთხვევაში მოთმინება უნდა გამოვიჩინოთ”


”ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა, იოჰან კრუიფმა ესპანურ პრესასთან საუბრისას ”ბარსელონაში” მომხდარ ცვლილებებზე ილაპარაკა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს კატალონიურ კლუბს დატოვებს პეპ გვარდიოლა, მომავალი სეზონიდან კი გუნდის მთავარი მწვრთნელი ამჟამად პეპის თანაშემწე, ტიტო ვილანოვა იქნება.

ტიტო ვილანოვას დანიშვნის განხილვა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კუთხით გვსურს ამაზე შეხედვა. ერთის მხრივ ეს გამართლებულია იმით, რომ ის კარგად იცნობს გუნდს და მის მიმართულებებს. მეორეს მხრივ ეს თანამდებობა გაცილებით რთულია, ვიდრე მწვრთნელის ასისტენტობა. დრო გვაჩვენებს, თუ როგორ განვითარდება სიტუაცია. ვილანოვას შემთხვევაში საჭიროა მოთმინების გამოჩენა” - განაცხადა კრუიფმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.