”ბარსელონა” ლუის სუარესით ინტერესდება

”ბარსელონა” ლუის სუარესით ინტერესდება


”ბარსელონას” მომავალ მწვრთნელს, ტიტო ვილანოვას მომავალ სეზონში საკუთარ გუნდში ”ლივერპულის” ფეხბურთელის, ლუის სუარესის ხილვა სურს.

თავად ლუის სუარესს ნათქამი აქვს, რომ ძალების მოსინჯვა ესპანურ ლიგაში სურს, რომელსაც ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონატად მიიჩნევს. პრემიერ-ლიგის დასრულებულ სეზონში მან 11 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

რაც შეეხება ტიტო ვილანოვას, რომელიც მომავალ სეზონში პეპ გვარდიოლას ჩაანაცვლებს იმისკენ მიისწრაფვის, რომ გუნდი შეტევით ხაზში მხოლოდ ლეო მესის მოქმედებაზე არ იყოს დამოკიდებული.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.