პიკე: ”გვარდიოლასთან პრობლემები არასდროს მქონია”

პიკე: ”გვარდიოლასთან პრობლემები არასდროს მქონია”


”ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ხერარდ პიკემ უარყო ჭორები, რომლის თანახმადაც ბოლო სეზონში პეპ გვარდიოლასთან მას პრობლემები ჰქონდა.

ამ ჭორების აგორების მიზეზი გახდა ის, რომ კატალონიელი ფეხბურთელი ყოველთვის ვერ ხვდებოდა ”ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში.

რა თქმა უნდა, სეზონი ჩემთვის ძალიან რთული გამოვიდა. ეს გამოწვეული იყო ტრავმებით. რაც შეეხება გვარდიოლას, მასთან პრობლემები არასდროს მქონია. ჩვენ პირდაპიდ ვეუბნებოდით ერთმანეთს იმას, რასაც ვფიქრობდით. ჭორები ჩვენი ურთიერთობის შესახებ ძალიან გადაზედმეტებულია - ისინი ყოველთვის კორექტული იყო. არცერთი ფეხბურთელი იგრძნობს თავს სათადარიგოთა სკამზე ბედნიერად, მაგრამ მე კლუბში თამაში დიდხანს მსურს” - განაცხადა პიკემ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.