კრკიჩის მამა შვილის მომავალზე საუბრობს
ბოიან კრკიჩ უფროსმა, ”რომას” თავდამსხმელის, ბოიან კრკიჩის მამამ ისაუბრა იმ ვარიანტების შესახებ, თუ სად შეიძლება გააგრძელოს კარიერა მისმა 21 წლის შვილმა.
”ახლა ის ფიქრობს იმაზე, თუ სად ითამაშებს მომავალ სეზონში. ამჟამად ეს პრიორიტეტული შეკითხვაა. ის ”რომაში” ყველაფრით კმაყოფილია. მას მოსწონს ამ გუნდში თამაში. ის მოხარული იქნება რომში დარჩენით, მაგრამ სხვა ვარიანტებიც არსებობს”.
”ის შეიძლება დაბრუნდეს ”ბარსელონაში” ან გადავიდეს ინგლისში ან გერმანიაში. ამ ქვეყნებიდან არიან კლუბები, რომლებიც ბოაინის მიმართ ინტერესს იჩენენ. ჯერ-ჯერობით ვერ ვიტყვი, თუ რომელი გუნდებია ესენი. ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს დღეებში” - კრკიჩ უფროსის სიტყვებს ”Sky Sports” ციტირებს.
ადრე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბოიან კრკიჩის მიმართ ინტერესს ”ლივერპული” და ”შალკე” იჩენენ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]