კვირის ბოლო ვარჯიში
გუნდი აგრძელებს ესპანეთის სამეფო თასის ფინალისთვის მზადებას. ტიაგო, რომელსაც მუცლის ვირუსი აქვს დარბაზში ვარჯიშობდა. შემდეგი სავარჯიშო სესია ორშაბათს გაიმართება.
”ბარსამ” დღეს ”სიუტატ ესპორტივაზე” მიმდინარე კვირის უკანასკნელი ვარჯიში გამართა. სესიაზე ”ბარსა ბ”-ს 9 ფეხბურთელი იმყოფებოდა: ბარტრა, ტელიო, მონტოია, პლანასი, სერხი რობერტო, სერხი გომესი, რივეროლა, დოს სანტოსი და მუნიესა. ტიაგო ალკანტარა, რომელსაც კვლავ აქვს მუცლის პრობლემები განცალკევებით ვარჯიშობდა.
დანარჩენი ფეხბურთელები, მათ შორის ალექსის სანჩესი და ხოსე მანუელ პინტო ნორმალურად ვარჯიშობდნენ. ფეხბურთელებს ვარჯიშის შემდეგ 2 დღიანი დასვენება მისცეს. გუნდი ვარჯიშს ორშაბათს განაახლებს, თასის ფინალი კი პარასკევს გაიმართება.
[media=http://www.youtube.com/watch?v=6KW55zreWZ4]













ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]