სამეფო თასის ფინალის კვირა დეტალებში
ორშაბათიდან, 21 აპრილიდან ”ბარსელონას” ძალიან დაძაბული 5 დღე ელის სამეფო თასის ფინალამდე, სადაც 25 მაისს კატალონიელები ბილბაოს ”ატლეტიკს” დაუპირისპირდებიან. გთავაზობთ ”ბარსელონას” გეგმავს სეზონის ბოლო მატჩის წინ.
ორშაბათი, 21 მაისი. 2 დღიანი დასვენების შემდეგ გუნდი ვარჯიშს განაახლებს. სავარჯიშო სესია ”სიუტატ ესპორტივაზე” 21 საათზე გაიმართება.
სამშაბათი და ოთხშაბათი, 22 და 23 მაისი. ვარჯიშები ორივე დღეს დილით, ”სიუტატ ესპორტივაზე” გაიმართება.
ხუთშაბათი, 24 მაისი. ბოლო ვარჯიში სამეფო თასის ფინალის წინ ”ნოუ კამპზე” გაიმართება. ვარჯიშის დასრულების შემდეგ პეპ გვარდიოლა პრეს-კონფერენციას გამართავს.
პარასკევი, 25 მაისი. დილით ”ნოუ კამპიდან” გუნდი მადრიდში გაემგზავრება. ესპანეთის სამეფო თასის ფინალი ”ვისენტე კალდერონის” სტადიონზე 23:55 საათზე დაიწყება.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]