ჩავი: ''ძალიან მინდა ვილია ევრო 2012-ზე ვიხილო''

ჩავი: ''ძალიან მინდა ვილია ევრო 2012-ზე ვიხილო''

''ბარსას'' ნახევარმცველი და ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრი, ჩავი ერნანდესი ინტერვიუში მის თანაგუნდელზე საუბრობს. მას დიდი იმედი აქვს, რომ ვილია ბოლომდე და რაც მთავარია მალე მოახერხებს ტრავმის მოშუშებას და მას ევრო 2012-ზე იხილავს.

 

''ვილია გამოცდილი მოთამაშეა. მას არაერთ მატჩში გადაუწყვეტია თამაშის ბედი. მე ძალიან მინდა, რომ ის ევრო 2012-ზე ვიხილო. რა თქმა უნდა, ეს თვითონ ფეხბურთელზეა დამოკიდებული. იმედია ის მალე გამოჯანმთელდება''.

 

ბოლოს ჩავიმ განაცხადა: ''ის ესპანეთის ნაკრებს ჭირდება. იმედია ის ჩვენთან ერთად წამოვა" -  დაასრულა ჩავი ერნანდესმა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.