აფელაი შეიძლება ”მილანში” გადავიდეს
ჰოლანდიელი სიამოვნებით გადავა ”მილანში”, ხოლო ევროპის ჩემპიონატზე შესაძლო მისმა თამაშმა ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი შეიძლება კიდევ უფრო გაზარდოს.
”ბარსელონას” ტიაგო სილვას ტრანსფერში ნაკლები თანხის გადახდა სურს, რომელიც კატალონიური კლუბის დაცვის გაძლიერების მთავარი კანდიდატია. თუკი ასეთი სცენარი განვითარდება მაშინ აფელაის ”ხურდაში” გამოიყენებენ და ტიაგო სილვას ფასს შეამცირებენ.
”მილანი” უკვე დიდი ხანია აკვირდება ჰოლანდიელ ფეხბურთელს. აფელაის შეძენა ”როსონერის” ადრეც სურდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა მაშინ არჩევანი ”ბარსელონაზე” შეაჩერა. კატალონიელებმა იბრაჰიმში 3 მილიონი ევრო გადაიხადეს. აფელაის ”ბარსელონასთან” კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული, თუმცა კლუბს ფეხბურთელი ძალიან იაფად ჰყავს შეძენილი.
”ბარსელონაში” ყოფნის პირველ 6 თვეში ის ძალიან ხარისხიან თამაშს აჩვენებდა, თუმცა ძალიან სერიოზულმა ტრავმამ გუნდთან მისი ადაპტაცია შეაჩერა. გამოჯანმრთელების შემდეგ მისი იმედები ევროპის ჩემპიონატს უკავშირდება. მისი შანსები იზრდება, რადგან მან ძალიან კარგად ჩააბარა ტესტები, რომელიც ჰოლანდიის ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა გააკეთებინა.
აფელაის კარგი ფორმა ”ბარსელონას” მოლაპარაკებების დროს ძალიან კარგ მდგომარეობაში აყენებს. ჰოლანდიელის სატრანფერო თანხა ამჟამად 5 მილიონი ევროა. ადრიანო მომდევნო ფეხბურთელია, რომელიც ”ბარსელონამ” შეიძლება რომელიმე ტრანსფერში გამოიყენოს.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]