პუიოლმა უარით გაისტუმრა არაბული და რუსული კლუბები

პუიოლმა უარით გაისტუმრა არაბული და რუსული კლუბები


”ბარსელონას” კაპიტანმა სხვა კლუბების შეთავაზებები არ მიიღო. ის ”ბარსელონაში” დარჩენას კარიერის დასრულებამდე გეგმავს.

”Mundo Deportivo”-ს ინფორმაციით კარლესს არაბული და რუსული კლუბების შეთავაზებები ჰქონდა. რუსეთიდან მას ერთმა კლუბმა მიმართა, ხოლო არაბეთიდან ორმა. პუიოლმა ყველა კლუბს მადლობა მოუხადა მისით დაინტერესებითვის და განუცხადა, რომ ”ბარსელონაში” დარჩენა აქვს გადაწყვეტილი.

”ბარსელონას” ლიდერმა 12 მაისს მუხლზე ოპერაცია გაიკეთა, რომლის მკურნალობასაც 6 კვირა სჭირდება. ამ ტრავმის გამო კარლესი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს, მაგრამ მისივე განცხადებით საფეხბურთო კარიერის დასრულება 40 წლამდე არ სურს. მისი კონტრაქტი კატალონიურ კლუბთან 2013 წლამდეა გაფორმებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.