ესტიარტე: ”ჩემთვის გვარდიოლა ბედნიერად არ გამოიყურებოდა”
ლეგენდარულმა წყალბურთელმა, ბოლო 4 წლის განმავლობაში კი პეპის მარჯვენა ხელმა და კლუბის შიდა საკითხების მართველმა, მანუელ ესტიარტემ განაცხადა, რომ გვარდიოლა კლუბის დატოვების დროს ბედნიერი არ იყო, მაგრამ ვერავინ დაადანაშაულებს მას ტყუილში ფეხბურთელების და ხალხის მიმართ ნათქვამის გამო.
”ჩემი აზრით ის ბედნიერი არ იყო კლუბის დატოვების დროს, მაგრამ ეს არც ფეხბურთელების და არც კლუბის ბრალია არაა” - განაცხადა ესტიარტემ, რომელიც კლუბს პეპთან ერთად ტოვებს. ის ძალიან ნაწყენია, რომ ”ტოვებს ასეთ სამუშაოს, რომელიც შეიძლება აღარც განმეორდეს: ტოვებს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს, მსოფლიოს საუკეთესო გუნდს და კლუბს”.
ესტიარტე თავს ცუდად გრძნობს იმ კომენტარების გამო, რომელიც ბოლო დროს პრესაში ვრცელდება: ”მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ ხალხი ვერ ხვდება, თუ რა სამუშაო ჩავატარე მე, როგორ ვაკეთებდი ამას, მათ ამის გაგებაც არ სურთ. ჩემს შესახებ საუბრობენ ადამიანები, რომლებიც არც კი მიცნობენ”.
”პირველი მე ვგებულობ, თუკი რამე მეშლება. ჩემი პრიორიტეტი ბოლო 4 წელში გუნდი და პეპი იყო. მე მათ შორის ვიყავი. ძალიან რთულია დააჯერო 22 ფეხბურთელი, რომ დაგიჯერონ, როცა შენ მთავარი მწვრთნელის უახლოესი მეგობარი ხარ და შეგიძლია ჯაშუშივით იმოქმედო. უდიდესი ჯილდო ჩემთვის ის იყო, რომ გუნდი ”მისიანად” აღმიქვამდა” - განაცხადა ესტიარტემ. მანუელის აზრით ის, თუ რა ზეწოლის ქვეშ მუშაობდა პეპი სირცხვილი იყო: ”ეჭვები მიჩნდებოდა, რომ 2-3 ჟურანლისტი შეთანხმებულად მოქმედებდა, ისინი პეპის წყობიდან გამოყვანას ცდილობდნენ, უსვამდნენ რა ერთნაირ შეკითხვებს ისევ და ისევ, რათა დაეჭირათ ტყუილი”.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]