"ბარსელონა" ენრიკესთან კონტრაქტს წყვეტს

"ბარსელონა" ენრიკესთან კონტრაქტს წყვეტს

"ბარსელონას" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კატალონიური კლუბი ბრაზილიელ ცენტრალურ მცველთან, ენრიკე ადრიანო ბუსთან ხელშეკრულებას წყვეტს.

ამჟამად, 25 წლის მცველი იმ "პალმეირასშია" განათხოვრებული, რომლიდანაც იგი "ბარსელონაში" გადავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელსა და კატალონიურ კლუბს ერთმანეთთან კონტრაქტი 2013 წლამდე აკავშირებთ, "ბარსას" წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ მასთან არსებული ხელშეკრულება ერთი წლით ადრე - 2012 წლის 30 ივნისს მოშალონ.

ენრიკე "ბარსელონაში" 2008 წელს გადავიდა და კატალონიელებმა იგი მაშინვე ლევერკუზენის "ბაიერში" გაანათხოვრეს. 2009-2011 წლებში, კვლავ არენდის წესით, ენრიკე უკვე სანტანდერის "რასინგში" თამაშობდა, ხოლო გასულ ზაფხულში, იგი "პალმეირასში" გაანათხოვრეს. 4 წლის წინ 8 მილიონ ევროდ შეძენილი მცველი "ბარსელონას" ისე ტოვებს, რომ მას კატალონიელთა შემადგენლობაში ერთი ოფიციალური მატჩიც კი არ აქვს ჩატარებული.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.