"არსენალი" კუენკათი დაინტერესდა
ლონდონის "არსენალმა" ინტერესი გამოთქვა ესპანური "ბარსელონას" ფეხბურთელ ისააკ კუენკაზე, იტყობინება ყოველდღიური კატალონიური გამოცემა "სპორტი". როგორც ხსენებული წყარო იტყობინება, "მეთოფეები" მზად არიან ახალგაზრდა თავდამსხმელში 10 მილიონი ევრო გადაიხადონ. "ლურჯ–ბროწეულისფერთა" ხელმძღვანელობა აუცილებლად იფიქრებს ინგლისური გრანდის შემოთავაზებაზე.
ნამდვილად საინტერესოა ის ფაქტი, რომ "არსენალი" ჯერ კიდევ იანვარში აკვირდებოდა კუენკას და ფიქრობდა სახეირო იქნებოდა თუ არა მისი შეძენა. როგორც ჩანს, კლუბის მესვეურებს ისააკმა საკუთარი თამაშით თავი მოაწონა.
როგორც მოგეხსენებათ, კუენკას რამდენიმე დღის წინ მარჯვენა მუხლის მენინსკზე ოპერაცია გაუკეთდა და მას 3–4 თვით უქმობა მოუწევს. საინტერესოა, ეს ტრავმა რა ზეგავლენას მოახდენს "არსენალის" მის მიმართ ინტერესზე.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]