ჩავი და პუიოლი "Golden Foot"-ის ნომინაციაზე არიან წარდგენილნი
ჩავი და პუიოლი იმყოფებიან იმ 10 ფეხბურთელს შორის, რომლებიც წარდგენილნი არიან "Golden Foot"-ის ნომინაციაზე. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ჯილდო გადაეცემათ მხოლოდ მათ, რომელთა ასაკიც 29 წლის ზემოთაა.
ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ხმა მისცა ფეხბურთელს, გახლდათ წინა წლის გამარჯვებული რაიან გიგზი. უელსელმა ნახევარმცველმა რჩეულად ჩავი დაასახელა. ნომინანტები 52-მა ჟურნალისტმა დაასახელა, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან იყვნენ შეკრებილნი.
როგორ მივცეთ ხმა?
ხმის მიცემა შეუძლია თითოეულ ფეხბურთის მოყვარულს. ხმის მისაცემად უნდა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე და აირჩიოთ ფეხბურთელი. გამოკითხვა 12 ოქტომბერს დასრულდება და ზუსტად 2 დღეში, 14 ოქტომბერს, გაიმართება დაჯილდოვების ცერემონია მონტეკარლოში. გამარჯვებული თავის ინიციალებს დატოვებს საჩემპიონო დაფაზე, რომელიც განთავსდება ცნობილ "დიდების ფეხზე" (Walk Of Fame).
ნომინანტები
იკერ კასილიასი - "რეალი"
რიკარდო კაკა - "რეალი"
ჯანლუიჯი ბუფონი - "იუვენტუსი"
ანდრეა პირლო - "იუვენტუსი"
რაულ გონსალესი - "ალ სადი"
კლარენს ზეედორფი - "მილანი"
ზლატან იბრაჰიმოვიჩი - "მილანი"
დიდიე დროგბა - "ჩელსი"
ჩავი ერნანდესი - "ბარსელონა"
კარლეს პუიოლი - "ბარსელონა"
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]