ვალდესი: "პუიოლისა და ვილიას არყოფნა ესპანეთისთვის დიდი დანაკლისია"

ვალდესი: "პუიოლისა და ვილიას არყოფნა ესპანეთისთვის დიდი დანაკლისია"

კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების სათადარიგო მეკარე ვიქტორ ვალდესი ძალიან ნაწყენია იმით, რომ მისი თანაგუნდელები - კარლეს პუიოლი და დავიდ ვილია ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე თამაშს ვერ მოახერხებენ. როგორც მოგეხსენებათ, "ბლაუგრანას" კაპიტანს და თავდამსხმელს ტრავმები აწუხებთ და  უკრაინა–პოლონეთში ჩასატარებელ ევრო–2012–ზე, საკუთარი ქვეყნის ღირსების დასაცავად ვერ გაემგზავრნენ.

 

"ვილიასა და პუიოლის სახით, ძალიან დიდი დანაკლისი გვაქვსნაკრებისთვის ორივე მათგანი უმნიშვნელოვანესია . საკმარისია, შევხედოთ მათ მეირ ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობას და ყველაფერს მივხვდებით. ისინი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე იყვნენ და ესპანეთის საფეხბურთო გუნდის ყოველდღიურ ცხოვრებაშიც დიდ როლს თამაშობდნენ." – განაცხადა ვალდესმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.