ალბა: "ახლა, მხოლოდ ნაკრებზე ვფიქრობ"
ესპანეთის ნაკრების მარცხენა მცველი ხორდი ალბა ცდილობს კონცენტრაცია ევროპის ჩემპიონატზე მოახდინოს და არ იფიქროს კატალონიის "ბარსელონაში" მოსალოდნელ გადაბარგებაზე. ამჟამად "ვალენსიაში" მოასპარეზე ფეხბურთელმა ასევე დაამატა, რომ ლურჯ–ბროწეულისფერი ფორმით გამოსვლაზე უარს არ იტყოდა.
"ყოველთვის ვამბობდი, რომ "ბარსელონა" მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს აჩვენებს და ჰყავს ბრწყინვალე მოთამაშეები, რომელთაგანაც რამდენიმე ახლა ესპანეთის ნაკრებში ჩემი თანაგუნდელია. მათთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, ისევე როგორც გუნდის სხვა წევრებთან. ახლა, მხოლოდ ერთადერთი რამ მინდა: სათანადოდ მოვემზადო ევროპის ჩემპიონატისთვის. ჩემს სავარაუდო ტრანსფერთან დაკავშირებით ბევრი ითქვა და დაიწერა, მაგრამ ახლა მხოლოდ ევრო–2012–ზე მსურს კონცენტრირება." – განაცხადა ალბამ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]