აფელაის ჰოლანდიამ სენსაციურად დაიწყო

აფელაის ჰოლანდიამ სენსაციურად დაიწყო

კატალონიის "ბარსელონაში" მოასპარეზე იბრაჰიმ აფელაიმ, ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად ევროპის 2012 ჩემპიონატის პირველი მატჩა გამართა და სენსაციურად, დანიის ეროვნულ ნაკრებთან 0:1 დამარცხდა.

 

მატჩი რა თქმა უნდა ჰოლანდიელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა მე–20 წუთზე კრონ–დელმა ისინი დაცვაში უყურადღებობის გამო დასაჯა უძლიერესი დარტყმით, რომელიც ნარინჯისფერთა მეკარე სტეკელენგბურგს ფეხებშუა გაუძვრა. ამის შემდეგაც უამრავი შანსი ჰქონდა აფელაის გუნდს, თუმცა ამაოდ.

 

რაც შეეხება უშუალოდ იბრაჰიმს, მან მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და 70 წუთი გაატარა მინდორზე. მთელი ამ დროის მანძილზე იგი ძალიან აქტიური იყო და რამდენიმე ეპიზოდში კარშიც დაარტყა და თან ძალიან სახიფათოდ, თუმცა არ გაუმართლა.

 

ჰოლანდია: სტეკელენბურგი, ვან დერ ვილი (კუიტი 84), ჰეიტინგა, ვლაარი, ვილემსი, ვან ბომელი, ნ. დე იონგი (ვან დერ ვაარტი 71), სნეიდერი, რობენი, ვან პერსი, აფელაი (ჰუნტელაარი 71).

დანია: ანდერსენი, კიაერი, აგერი, ს. პოულსენი, იაკობსენი, კვისტი, ერიკსენი (შონე 74), ციმლინგი, კრონ-დელი, რომედალი (მიკელსენი 84), ბენდტნერი. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.