დელ ბოსკე: "კრიტიკა ნაკლებად მანაღვლებს"
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ კომენტარი გააკეთა იმ კრიტიკაზე, რომელიც გულშემატკივრების მხრიდან წამოვიდა, როცა "ფურია როხამ" ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრაში იტალიის ნაკრებთან ფრედ, 1:1 ითამაშა.
"დავრჩები თუ არა გუნდში? ვნახოთ რა მოხდება ევროპის ჩემპიონატზე. გადაწყვეტილებას ამ ტურნირის დასრულების შემდეგ მივიღებ. რაც შეეხება კრიტიკას, ეს მე ნაკლებად მანაღვლებს. დიდი ხანია ფეხბურთში ვარ და ამის დიდი გამოცდილება მაქვს. ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც კმაყოფილები არიან და ადამიანები, რომლებიც უკმაყოფილონი არიან. მთავარი კი ისაა, რომ გადაწყვეტილებებს მე ვიღებ, ხოლო დანარჩენები უბრალოდ გამოთქვამენ საკუთარ აზრს. ცვლილებები შემადგენლობაში? რა თქმა უნდა რაღაც ცვლილებები გავაკეთე, მაგრამ ახლა ამაზე საუბარს არ ვაპირებ. რაც შეეხებათ თავდამსხმელებს, შანსი ყველას აქვს." –განაცხადა დელ ბოსკემ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]