ფაბრეგასი: "მიყვარს გოლების გატანა"

ფაბრეგასი: "მიყვარს გოლების გატანა"

კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელი სესკ ფაბრეგასი, რომელიც ამჟამად ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებს ეხმარება, ძალიან გახარებულია იმით, რომ ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში იტალიასთან მისმა ნაკრებმა სწორედ მისი გოლით მოიპოვა 1 ქულა (1:1).

 

"მე, ინიესტა და სილვა ყოველთვის ვცვლიდით ადგილებს და ვფიქრობ ამ ტაქტიკამ გაამართლა კიდეც. რაც შეეხება ჩემს მიერ გატანილ გოლს, თებერვლის შემდეგ მოწინააღმდეგის კარი დალაშქრული არ მქონდა და როგორც იქნა გავტეხე ნავსი. ვიმედოვნებ, მომდევნო პაუზა ამხელა არ იქნება. ძალიან მიყვარს გოლების გატანა, თუმცა საგოლე პასების გაკეთებაც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს."

 

"აქამდე ხშირად ვერ ვხვდებოდი სასტარტო თერთმეტეულში და შეიცვლება თუ არა რაიმე ამ ჩემპიონატზე? არ ვიცი, ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და ვერ გეტყვით, რომ 100%–ით გადაღდებული მაქვს ძირითად შემადგენლობაში ყოფნა. უკვე შვიდი წელია ამ გუნდის წევრი ვარ და სიმართლე გითხრათ არ აქვს მნიშვნელობა 15 წუთი ვითამაშებ თუ 90. ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები და ვიბრძვი წარმატების მისაღწევად." –დაასრულა სესკმა. 

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.