ჩავი: "ფაბრეგასს "ბარსას" დნმ-ი აქვს"

ჩავი: "ფაბრეგასს "ბარსას" დნმ-ი აქვს"

ჩავი: "ფაბრეგასს "ბარსას" დნმ-ი აქვს"

სულ ცოტა ხნით შეწყდა სპეკულაციები ფაბრეგასის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით, ეს იმის შემდეგ რაც "არსენალმა" კატეგორიული უარი განაცხადა მის გაყიდვაზე. თუმცა "ბარსელონას" სულის ჩამდგმელი ჩავი ჰერნანდესი თავიდანვე ამბობდა და ახლაც არ წყვეტს საუბარს ცესკის კატალონიაში დაბრუნებასთან დაკავშირებით, მისი ინტერვიუები და ვარაუდები რამდენიმეჯერ დაიბეჭდა ციფრულ მედიაში თუმცა დღეს ჩავი უფრო შორს წავიდა.
ჩავი მხარს უბამს "ბარსელონას" ხელმძღვანელობის გეგმით გადადგმულ ნაბიჯებს, მის სიტყვებს კი როგორც ყოველთვის ყველა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საფეხბურთო ევროპაში. კატალონიელები კვლავ ცდილობენ "დაკარგული შვილის" უკან, სამშობლოში დაბრუნებას. ფაბრეგასის ისტორია "საფეხბურთო მამლუქის" ისტორიას უფრო გავს ვიდრე ჩვეულებრივ ტრანსფერს, რადგან მთავარი მიზეზი, რასაც ყველა კატალონიელი აღიარებს, ფაბრეგასის "ბარსელონაში" დაბრუნებისა არის მისი კატალონიური წარმომავლობა და შემდგე პლანზე დგას მისი საჭიროება კლუბისათვის.
ჩავი ერნანდესმა კვლავ დაარწმუნა პრესკონფერენციაზე შეკრებილი პუბლიკა იმაში, რომ ცესკ ფაბრეგასი აუცილებლად დაბრუნდება "კამპ ნოუზე" და მის გადმოსვლა მხოლოდ დროის საკითხია. ფაბრეგასმა ესპანეთი 16 წლის ასაკში დატოვა და უკვე მეშვიდე წელია ლონდონში ცხოვრობს და თამაშობს, ამის გათვალისწინებით მისი უკან იოლად დაბრუნების ილუზიაც არცერთ ჭკუათმყოფელს არ უნდა ქონოდა მთელს საფეხბურთო სამყაროში.
მაგრამ ბარსელონას ბურჯს სჯერა, რომ თუ "ბარსელონა" საკმარისად ეცდება და ძალას არ დაიშურებს ცესკის საყიდლად, ის აუცილებლად ითამაშებს გუარდიოლას შეგირდებდთან ერთად ამ ზაფხულის ბოლოს.
"მე უბედნიერესი ვიქნები მისი გადმოსვლით" - უთხრა ჩავიმ Barca TV-ის ჟურნალისტს. "ზუსტად ეს ვუთხარი ცესკს პირად საუბარშიც." დასძინა მან


"ის არის ფეხბურთელი, რომელსაც აქვს "ბარსას" დნმ-ი, ამის გათვალისწინებით მე ეჭვიც არ მეპარება იმაში, რომ ფაბრეგასი "ბარსელონასთან "ერთად მიაღწევს ტრიუმფს."

ამდენი ტიტულის მოგების შემდეგ ჩავი თავს ისე ბედნიერად გრძნობს "ბარსელონაში", ისე, როგორც არასდროს. მას სიამოვნებს ამ კლუბის მაისურის ტარება.

ფეხბურთელმა დაამატა: "დიდებული პერიოდი მაქვს ჩემს კარიერაში, მაგრამ მე არ შემიძლია ამაზე გაჩერება და უფრო მეტ მოთხოვნას ვუყენებ საკუთარ  თავს. დღესდღეობით "ბარსა" ისეთი კლუბია, სადაც ყველას უნდა გადმოსვლა და დღითიდღე ვძლიერდებით. ყველანი მივილტვით დიდი გამარჯვებებისკენ."


PS. დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) არის ცოცხალი ორგანიზმის გენეტიკური მასალის, ქრომოსომების ძირითადი შემადგენელი ნაწილი, რომლის ფუნქციაა უჯრედში გენეტიკური ინფორმაციის შენახვა და შთამომავლობით გადაცემა.

soccerway.com


  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.