აგენტი: ”ბეილის ფასი ”ბარსასთვის” ძალიან ძვირია”
კატალონიური ”ბარსელონას” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი აგრძელებს ლონდონის ”ტოტენჰემის” ფეხბურთელზე, გარეტ ბეილზე დაკვირვებას.
მიუხედავად ამისა უელსელი ფეხბურთელის აგენტი, ჯონათან ბარნეტი თვლის, რომ მისი კლიენტი კარიერას კატალონიაში არ გააგრძელებს.
”ბეილის ფასი ”ბარსელონას” ძალიან ძვირია. როგორც ჩემთვისაა ცნობილი ”ბარსას” ოფიციალური შეთავაზება არ გაუკეთებია. თუკი ისინი ფეხბურთელის შეძენით დაინტერესებულები არიან, მაშინ თავდაპირველად მაგიდაზე თანხა უნდა დადონ. ამის შემდეგ დაიწყება მოლაპარაკებები. ჩემი აზრით ”ბარსა” ჟორდი ალბას ტრანსფერისკენ იხრება, რომელიც გაცილებით იაფი ღირს” - განაცხადა ბარნეტმა.
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]