მესი დეკუს შეხვდა
”ბარსელონას” ფეხბურთელი შვებულებაში იმყოფება. დასვენების ერთ-ერთი დღე მან ”ბარსელონას” ყოფილ ფეხბურთელთან, დეკუსთან და ბრუნო მარიონისთან (არგენტინელი, თამაშობდა ”ტენერიფეში”) ერთად გაატარა.
ლეო მესი ამჟამად არგენტინაში იმყოფება, სადაც ის უახლოეს რამდენიმე დღეს გაატარებს. შემდეგ მას სამი ამხანაგური შეხვედრა ელოდება - კანკუნში, მაიამიში და ბოგოტაში.
არგენტინელმა ერთ-ერთი ღამე დეკუსთან ერთად გაატარა, რომელიც ამჟამად ბრაზილიურ ”ფლუმინენსეში” ასპარეზობს. მათთან ერთად იმყოფებოდა ბრუნო მარიონი, რომელიც წარსულში ისეთ კლუბებში თამაშობდა, როგორებიც ”ვილიარეალი” და ”ტენერიფეა”.
მესის შემდეგი გეგმები ასეთია - 16 ივნისს ის კანკუნში ამხანაგურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილოებას, ხოლო 1 კვირის შემდეგ ასეთივე შეხვედრა მაიამიში შედგება.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 0 ]